ისრაელში, კერძოდ თელ-ავივის ქუჩებში მოსახლეობა უცნაური ფაქტის მომსწრე გახდა.
როგორც “ისრაელი და საქართველო“ წერს, ქალაქის ჩრდილოეთით, ქუჩებში ათეულობით ტურა გამოჩნდა, რომლებიც საკვებს ეძებდნენ.
“თელ-ავივის ჩრდილოეთ ნაწილში, საცხოვრებელ კვარტლებში (მათ შორის ნევე-შარეთის, ცაჰალასა და რამათ-ავივის რაიონებში), თვითმხილველებმა გადაიღეს მთელი ხროვა - რამდენიმე ათეული ტურა, რომლებიც უშიშრად დასეირნობდნენ პირდაპირ ქალაქის ქუჩებში.
საცხოვრებელ უბნებში გარეული ცხოველების მასობრივმა გამოჩენამ მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივები აღნიშნავენ, რომ “ცხოველები აღარ ერიდებიან ადამიანებს და საღამოობით ეზოებსა და საბავშვო მოედნებთან იკრიბებიან“.
მოსახლეობა მუნიციპალიტეტისგან კონკრეტული ზომების მიღებას მოითხოვს და აცხადებს, რომ „მოქმედების დროა“,“ - წერს საინფორმაციო გვერდი.