ავტორი:

“აბსოლუტური გადაჯიშების საფრთხე გვემუქრება! ყოველ ახალშობილზე 10 000 ლარი გადაეცეს ოჯახს!“ - ლევან ხაბეიშვილი

“აბსოლუტური გადაჯიშების საფრთხე გვემუქრება! ყოველ ახალშობილზე 10 000 ლარი გადაეცეს ოჯახს!“ - ლევან ხაბეიშვილი

“სკინტლა“, “რენესანსს“ პაპაშვილს განუცხადებია, რომ ინდოელებს, პაკისტანელებს ჩამოვიყვან საქართველოში სამუშაოდო... ივანიშვილის პირით საუბრობს! ბიძინას კარის სათამაშო “ბიზნესმენი“, ბიძინას კარის ყაჩაღი დასცინის ქართველ ხალხს! ჩვენი ხალხი ქვეყნიდან გარბის და ამან ინდოელებს დავასაქმებო...“ - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში წერს.

  • მისი თქმით, “ბიძინას სანუკვარი ოცნებაა - საქართველო ქართველების გარეშე!“

“არავინ ერჩის ინდოელს და პაკისტანელს! მაგრამ, საემიგრაციო პოლიტიკის გარეშე, ასე “უპრაგონოდ“ 200 მილიონიანი და მილიარდიანი მოსახლეობის საქართველოში დასახლება კატასტროფაა ჩვენი დემოგრაფიისთვის! აბსოლუტური გადაჯიშების საფრთხე გვემუქრება!

იქით რუსები და ჩინელები ჩამოჰყავთ, აქეთ ახლა ეს და ამას დაუმატეთ შობადობის მკვეთრი შემცირება - 6000-7000-ით ნაკლები ბავშვი იბადება ვიდრე, მაგალითად 2012-2013 წლებში. ამ დემოგრაფიულ საკითხზე, კატასტროფაზე ღიად საუბრობს ეკლესია და აბსოლუტურად სწორად წუხს, რომ სიკვდილიანობამ გადააჭარბა შობადობას!

ყოველ ახალშობილზე 10 000 ლარი გადაეცეს ოჯახს! წახალისდეს შვილის ყოლა, ქორწინება!

კალაძის მერიამ 41 მილიონი ვაგონებიდან მოიპარა, გააქრო! ეს თანხა 4000 ბავშვს, ოჯახს ეყოფოდა!

გადაშენების გზას დავადექით ავაზაკი ბიძინას ხელში.

ამიტომ ეს ინიციატივა უმნიშვნელოვანესია და ამათ გაყრიდან პირველი, ერთ-ერთი პირველი ეს უნდა დაკანონდეს!

რუსთავი, სამარტოო საკანი,

ლ. ხაბეიშვილი,“ - წერს ლევან ხაბეიშვილი.