დედამიწის ატმოსფერო კოსმოსში მომხდარი ბირთვული აფეთქებისგან გვიცავს ამიტომ ეს აფეთქება, დიდი ალბათობით, პლანეტის ზედაპირზე მასობრივ დაზიანებებს არ გამოიწვევს, თუმცა მას შეუძლია მწყობრიდან გამოიყვანოს თანამგზავრები, რომელთა სერვისებითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც ადამიანების სიცოცხლე არის დამოკიდებული.

თანამგზავრების გაუმართაობამ შესაძლოა გაართულოს მაშველების კომუნიკაცია მიუდგომელ რეგიონებში. თუ GPS-იც შეფერხდება, მძღოლები და პილოტები სანავიგაციო ორიენტირებს, ხოლო საფინანსო ქსელებს ზუსტი დროის წყაროს დაკარგავენ.
კაცობრიობას ამ პრობლემებზე გარკვეული წარმოდგენა უკვე აქვს, რადგან მსგავსი რამ უკვე მომხდარა.

1962 წლის 8 ივლისის საღამოს ჰავაის მაცხოვრებლები “ბომბის წვეულებებს“ მონაწილეები გახდნენ. “Starfish Prime“- ად წოდებული გამოცდის დროს აშშ-მა წყნარი ოკეანის თავზე, დაახლოებით 400 კილომეტრის სიმაღლეზე ბირთვული იარაღი ააფეთქა, შემდეგ ღამის ცა განათდა. ელექტრომაგნიტურმა იმპულსმა ჰავაიზე რამდენიმე ქუჩის განათება გამორთო, წყნარი ოკეანის ზოგიერთი რაიონში კი რადიოკავშირი დროებით შეწყდა. ცის ნათება რამდენიმე წუთში ჩაქრა, მაგრამ თანამგზავრების ნაწილი, რამდენიმე თვით შემდეგ მწყობრიდან გამოვიდა.
აფეთქების ადგილას ჰაერი იმდენად გაიშვიათებული იყო, რომ ჩვეულებრივი ცეცხლოვანი ბურთი ვერ წარმოიქმნებოდა და დამანგრეველი დარტყმითი ტალღა მიწამდე ვერ მიაღწევდა. დამუხტულმა ნაწილაკებმა ქვედა, შედარებით მკვრივი ჰაერის ფენების ნათება გამოიწვია და ხელოვნური ავრორა შექმნა. ატმოსფერომ ასევე შთანთქა პირველადი რადიაციის დიდი ნაწილიც.
ბირთვული აფეთქების დროს თანამგზავრები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგან ატმოსფეროს იმ ფენების ზემოთ მოძრაობენ, რომლებიც დედამიწაზე მყოფ ადამიანებს პირველადი რადიაციისგან იცავს.
ორბიტაზე რენტგენის გამოსხივების პირველადმა იმპულსმა შესაძლოა კოსმოსური აპარატები მომენტალურად დააზიანოს. გარდა ამისა, დედამიწის მაგნიტურ ველს შეუძლია აფეთქების დროს გამოტყორცნილი ელექტრონები დაატყვევოს. სწორედ ასე მოხდა Starfish Prime-ის შემდეგ. შედეგად, წარმოქმნილ რადიაციულ სარტყელის კვეთის დროს, ყოველ ჯერზე, თანამგზავრები დამატებით დოზას იღებენ დროთა განმავლობაში ეს დასხივება ელექტრონიკასა და მზის პანელებს აზიანებს.
ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მოხდება აფეთქება და რომელი თანამგზავრები გაივლიან რადიაციულ სარტყელს. GPS-ის თანამგზავრები სიგნალებს აგზავნიან, რომლებიც ტელეფონებს, თვითმფრინავებსა და გემებს ადგილმდებარეობის განსაზღვრაში ეხმარება. ისინი დედამიწიდან დაახლოებით 20 200 კილომეტრის სიმაღლეზე მოძრაობენ და შესაძლოა მუშაობა განაგრძონ მაშინაც კი, თუ უფრო დაბალ ორბიტაზე მყოფი თანამგზავრები მწყობრიდან გამოვლენ.

ეკრანირებას შეუძლია თანამგზავრების ელექტრონიკის დაცვა, ხოლო სარეზერვო სისტემებს, ზოგიერთი სერვისის შენარჩუნება. თუმცა აქ სხვა საფრთხე იჩენს თავს, რადიაციამ შესაძლოა მრავალი თანამგზავრი ფიზიკურად მთელი დატოვოს, მაგრამ ოპერატორებს მათი მართვის საშუალება წაართვას.
გარდა ამისა ზოგიერთი რადიოაქტიური ნაწილაკი შესაძლოა ატმოსფეროში შევიდეს და საბოლოოდ მიწაზე დაილექოს.