მას შემდეგ, რაც აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ საზღვაო ვაჭრობა ხმელეთზე გადაიტანა, ასეულობით სატვირთო ავტომობილი ირანის საზღვართან არსებულ 42-კილომეტრიან საცობში დღეების განმავლობაშია ჩარჩენილი. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მიიწევს წინ ნელა ჩინეთიდან მომავალი დაახლოებით 1 200 სატვირთო მანქანა ყაზახეთსა და უზბეკეთს შორის მდებარე იალამას სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში მიმავალ ერთ-ერთ მთავარი სატრანზიტო მარშრუტს წარმოადგენს.


ამერიკულმა ბლოკადამ ირანში შემავალი და გამომავალ ტვირთებს შემოვლითი სახმელეთო მარშრუტებით ყაზახეთის, უზბეკეთის, პაკისტანის, თურქმენეთისა და თურქეთის გავლით მოძრაობა აიძულა.

ოფიციალურმა პირებმა აღიარეს, რომ სახმელეთო გადაზიდვების მართვა გართულდა. ირანის ვაჭრობის განვითარების ორგანიზაციის წარმომადგენლის, ამირ როშანბახშმას თქმით, “ნაცვლად 200 სატვირთო მანქანისა, ახლა ერთ საზღვარზე 1 200 მანქანაა თავმოყრილი“.
გარდა ამისა კონტეინერის გადაზიდვა, რომელიც ზღვით დაახლოებით 2 294 ფუნტი სტერლინგი ჯდებოდა, ამჟამად ხმელეთით დაახლოებით 9 177 ფუნტი ჯდება. ამასთან, გარკვეული სახის ტვირთი, მაგალითად, მალფუჭებადი პროდუქტი, ხანგრძლივ მგზავრობას ვერ უძლებს და ჩინეთში რჩება, რადგან თურქმენეთისა და ყაზახეთის საბაჟო სამსახურები მათ არ ატარებენ. ასევე, როგორც ვარაუდობენ, შეერთებული შტატები მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლას ახდენს, რათა ირანში საქონლის შედინება კიდევ უფრო შეიზღუდოს.

გავრცელებული ინფორმაციით ანალოგიური შეფერხებები სხვა მიმართულებებზეც ფიქსირდება. მაგალითად მძღოლებს თურქეთთან მდებარე ბაზარგანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე კვირების განმავლობაში უწევთ ლოდინი.