ავტორი:

არარატის მთის მახლობლად ხის უძველესი ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რამაც ნოეს კიდობნის შესაძლო ადგილსამყოფლის შესახებ დისკუსია კვლავ გააცოცხლა

არარატის მთის მახლობლად ხის უძველესი ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რამაც ნოეს კიდობნის შესაძლო ადგილსამყოფლის შესახებ დისკუსია კვლავ გააცოცხლა

ხის უძველესმა ორმა ფრაგმენტმა ნოეს კიდობნის შესაძლო ადგილსამყოფლის შესახებ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დისკუსია კვლავ გააცოცხლა.

თურქეთში, არარატის მთის მახლობლად მდებარე დურუპინარის ფორმაციაში აღმოჩენილი დანახშირებული ხის ორი ფრაგმენტი დაახლოებით 4 300 წლით დათარიღდა, ამის შესახებ კვლევითი ჯგუფის “Noah's Ark Scans“-ის მიერ 24 ნოემბერს გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ.

ფლორიდის ლაბორატორიაში ჩატარებულმა რადიონახშირბადულმა ანალიზმა ერთი ნიმუში ძვ. წ. 2410-2269 წლებით, ხოლო მეორე - ძვ. წ. 2349-2193 წლებით დაათარიღა. ორივე პერიოდი ძვ. წ. 2348 და 2304 წლებს მოიცავს, თარიღებს, რომლებიც ბიბლიურ ქრონოლოგიაში ტრადიციულად წარღვნას უკავშირდება.

პროექტის ხელმძღვანელმა, სივასის ჯუმჰურიეთის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯენქერ ატილამ ფრაგმენტები ნავის ფორმის ფორმაციის ფერდობზე, დაახლოებით 9 მეტრის სიღრმეზე, 2026 წლის ზაფხულში აღმოაჩინა.

"დამუშავების კვალი, ზედაპირის დეტალები და გარკვეული არაბუნებრივი მახასიათებლები მიუთითებს, რომ იგი შესაძლოა ვიღაცამ კონკრეტული მიზნით, გამიზნულად გამოთალა“, - აცხადებს პროფესორი ატილა.

დანახშირებული ხის აღმოჩენა მკვლევრებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან “დაბადების“ წიგნის მიხედვით, ღმერთმა ნოეს უბრძანა, კიდობანი შიგნიდან და გარედან ფისით დაეფარა, აალებადი ნივთიერებით, რომელიც წყალგაუმტარობისთვის გამოიყენებოდა. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ხომალდი ხანძარმა დააზიანა. “Noah's Ark Scans“- ის პრესრელიზის თანახმად, მეცნიერები ამჟამად თურქეთისა და შვეიცარიის ლაბორატორიებიდან დამატებითი კვლევების შედეგებს ელიან. მათ შორის უნდა დადგინდეს ხის სახეობა, რაც ნათელს მოჰფენს საუკუნოვან საიდუმლოს იმ “გოფერის ხის“ შესახებ, რომლის გამოყენებაც ღმერთმა ნოეს უბრძანა.

წყარო