ავტორი:

ზვავსაშიშროება და ინტენსიური თოვა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში - გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა: სად რა ვითარებაა?

ზვავსაშიშროება და ინტენსიური თოვა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში - გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა: სად რა ვითარებაა?

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ინტენსიური თოვა დაიწყო, რამაც გზებზე სხვადასხვა სახის საშიშროების საფრთხე გაზარდა. მათ შორის არის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთი.

  • “საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით“, ზვავსაშიშროების საფრთხის გამო, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

“გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალიანაკლების ჩვენება,“ - ავრცელებს სააგენტო.

ამასთან, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.