ავტორი:

"შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს!" - რას პასუხობს ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებას?

"შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს!" - რას პასუხობს ზელენსკი ლუკაშენკოს შეთავაზებას?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსკოვში ერთად გაფრენასთან დაკავშირებით ალექსანდრე ლუკაშენკოს შეთავაზებას უპასუხა.

"შეუძლია პუტინთან ერთად კიევში ჩამოვიდეს. ჩვენც უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას, ეს ხომ მოლაპარაკებებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადება "არასერიოზულად“ შეაფასა.

"რატომ გვთავაზობს ლუკაშენკო მსგავს არასერიოზულ რაღაცებს? ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ და არ შეგვიძლია არც მოსკოვში და არც კიევში შეხვედრა. ეს ყველას მშვენივრად გვესმის. ეს არასერიოზული საუბარია. მთავაზობს, რომ წამიყვანს. უბრალოდ თვითმფრინავში ამიყვანს და გავფრინდებით. რა ვარ მისთვის, ჩემოდანი თუ რაღაც სხვა?“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზად არის "უსაფრთხოების გარანტი“ იყოს და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მოსკოვში ჩავიდეს.

"მე და ვოლოდია ზელენსკის, შეგვეძლო თვითმფრინავში ჩავმსხდარიყავით და მოსკოვში გავფრენილიყავით. ორივეს ერთად. მე, როგორც მისი უსაფრთხოების გარანტს, შემეძლო მასთან ერთად მოსკოვში გავფრენილიყავი“, - განაცხადა ლუკაშენკომ.