ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ მადლიერების დღის ცერემონიაზე ორი ინდაური, “თავისუფლება“ და “ბუმბული“, შეიწყალა.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო შეწყალება “უკიდურეს ძალაუფლებად“ მოიხსენია. ტრამპმა შეიწყალა “თავისუფლება“ და “ბუმბული“ - 4 თვის ინდაურები, რომლებიც თეთრი სახლის ყოველწლიური რიტუალისთვის შეირჩა.
ეს ტრადიცია ერთ საუკუნეზე მეტხანს ითვლის, როდესაც მეფრინველეობის ფერმერები თეთრ სახლში ინდაურებს სადღესასწაულო საჩუქრებად გზავნიდნენ. 1963 წელს ჯონ კენედიმ უარი თქვა ნაჩუქარი ინდაურის დაკვლაზე და იგი ფერმაში დააბრუნა. ცერემონიას ოფიციალური სახე ჯორჯ ბუშ უფროსმა 1989 წელ მისცა, რომელმაც განაცხადა, რომ ინდაური სადილად არ იქცეოდა და მას ოფიციალური საპრეზიდენტო შეწყალება მიანიჭა.
ეროვნული ინდაურის 79-ე ცერემონია ვაშინგტონში, თეთრი სახლის სამხრეთ მდელოზე გაიმართა. ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად პირველი ლედი მელანია ტრამპი და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ესწრებოდნენ.
ტრადიციული საპრეზიდენტო შეწყალების მიღების შემდეგ, ინდაურები საცხოვრებლად ტეხასის A&M უნივერსიტეტში გადავლენ, სადაც დარჩენილ დროს მშვიდ გარემოში გაატარებენ.