თურქეთში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ჯარისკაცი დაიღუპა, - ინფორმაციას გამოცემა Daily Sabah ავრცელებს. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სამშაბათს საღამოს, ესქიშეჰირის პროვინციაში ჩამოვარდა.
ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა სასწავლო ფრენის დროს განიცადა.
სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყო.