დღეს იორმუღანლოში მეცხვარეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც “მაუწყებელი“ ავრცელებს, მეცხვარეები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში სოფელში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ქურდობის შემთხვევებმა იმატა. მათივე თქმით, პოლიცია მომხდარზე სათანადოდ არ რეაგირებს.

“მეცხვარეები სამართალდამცველებისგან დროულ რეაგირებასა და პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ.აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტს მანამ გააგრძელებენ, სანამ ცხვრის ქურდობის შემთხვევები არ აღიკვეთება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,“ - ავრცელებს სააგენტო.
