ავტორი:

"ვიქნები განახლებულ სეზონზე. როგორც მითხრეს, ჩემი ხაზი იწერება..." - დაბრუნდება თუ არა ნელიკო: რას ჰყვება ბაია დვალიშვილი "ჩემი ცოლის დაქალებზე"

"ვიქნები განახლებულ სეზონზე. როგორც მითხრეს, ჩემი ხაზი იწერება..." - დაბრუნდება თუ არა ნელიკო: რას ჰყვება ბაია დვალიშვილი "ჩემი ცოლის დაქალებზე"

Ambebi.ge-სა და "პალიტრანიუსის“ ერთობლივი პროექტის "სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარი იყო მსახიობი ბაია დვალიშვილი. მან მისთვის გამოგზავნილ შეკითხვებს უპასუხა. გთავაზობთ ტელეინტერვიუდან ეპიზოდს, სადაც მსახიობი პოპულარულ სერიალსა და მის პერსონაჟზე საუბრობს. "სახალხო ინტერვიუს“ სრული გადაცემის ნახვას მითითებულ ბმულზე შეძლებთ.

ლიკა:

- ქალბატონო ბაია, ძალიან მომწონს თქვენი როლი "ჩემი ცოლის დაქალებში“. მინდა, რომ განახლებულ სერიალში გიხილოთ... ალბათ მოგენატრათ კიდეც პერსონაჟი ნელიკო, ხომ?

- კი, ძალიან მომენატრა. კარგი ქალია ნამდვილად - პრინციპული, გადაწყვეტილების მიმღები. მიუხედავად მისი ასეთი რაღაცნაირი ხასიათისა, - მიმტევებლობისა და თითქოს ცოტათი შეშინებული ქალის, ძალიან პრინციპულია და მიყვარს ძალიან...

სიამოვნებით დავუბრუნდები და მივუბრუნდები მას. კი, ვიქნები განახლებულ სეზონზე. როგორც მითხრეს, რაღაც ჩემი ხაზიც იწერება... ძალიან მიხარია იმ ადამიანების ნახვა, ვინც შექმნა ეს სერიალი - ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ ესენი ის ადამიანები არიან, რომლებთანაც ერთ ენაზე ვლაპარაკობთ.