ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ავტოქარხნის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულია ორი ავტომობილის მძღოლები და ერთი მგზავრი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები არიან მობილიზებული.