ავტორი:

ფონიჭალის იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დახმარებას ითხოვენ

ფონიჭალის იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დახმარებას ითხოვენ

ადგილობრივების ინფორმაციით, ფონიჭალაში, იმ კორპუსში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქება მოხდა, ცხოვრება მათთვის საფრთხის შემცველია.

კერძოდ, როგორც ადგილობრივები განმარტავენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ არსებობს მეექვსე სადარბაზოს "რღვევის საფრთხე“, რასაც მათივე თქმით, "მიშენებული ლოჯების ნგრევა“ მოჰყვება.

"წერია, რომ არსებობს მეექვსე სადარბაზოს რღვევის საფრთხე, რასაც მოჰყვება მიშენებული ლოჯების ნგრევა - მყისიერი, თან ასე წერია, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. აქვე არის გამახვილებული ყურადღება მეოთხე სადარბაზოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ძალიან კრიტიკულია მეოთხე სადარბაზო. შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი უბედურება. ამ კორპუსში საერთოდ არ უნდა შემოესახლებინათ არც ერთი მოსახლე. ყოველი წუთი არის საფრთხის შემცველი. გუშინაც, მხოლოდ ორი საათი მეძინა. გამგებელი ამბობს, რომ უსაფრთხო იყო აქ ცხოვრება“,- ამბობს ადგილობრივი "ტვ პირველთან“.

მოსახლეობა დახმარებას ითხოვს და აღნიშნავენ, რომ "აქ ცხოვრება არ შეიძლება“.

ცნობისთვის, ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებას 7 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი აირი აფეთქდა.