სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, უახლოეს წლებში რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი უნდა დატოვონ.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანამ საკუთარი საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
"მადლიერები ვართ რუსეთის მესაზღვრეების იმისთვის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სომხეთის საზღვრებზე იდგნენ. თუმცა ვფიქრობ, დადგა დრო, რომ უახლოეს წლებში ჩვენი საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებლობა სრულად საკუთარ თავზე ავიღოთ“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.