“ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ჩემი ბედნიერი, მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება ერთ წამში ასე რადიკალურად შეიცვლებოდა და ისეთი დღეების გავლა მოგვიწევდა, რომელთა გადატანაც ზოგჯერ წარმოუდგენლად რთულია…“ - ამის შესახებ ოჯახი წერს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

“მათთვის, ვინც არ იცით: ჩემი ზრდილობიანი, სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი, რომელსაც მიმდინარე წლის ოქტომბრამდე საავადმყოფოს კარიც კი არასდროს ჰქონდა შეღებული, დღემდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ურთულეს დაავადებას ებრძვის.
თურქეთში ორჯერ მკურნალობის მცდელობამ, სამწუხაროდ, სასურველი შედეგი ვერ მოგვიტანა. დღეს ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ამ პროცესში ბევრი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი დავხარჯეთ, მაშინ როცა ჩვენთვის თითოეულ დღეს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
საბედნიეროდ, ჩვენმა ქართველმა ექიმებმა შეძლეს სანდრიკოს ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანა. ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ მდგომარეობის შენარჩუნება და მკურნალობის ბოლომდე მიყვანაა.
ამისთვის, მომდევნო 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად გვჭირდება იმუნოგლობულინის გადასხმა. საჭირო რაოდენობა წონის მიხედვით განისაზღვრება და ამ ეტაპზე ყოველთვიურად 110 გრამი გვჭირდება. მომდევნო 6 თვიანი კურსის გადასხმის თანხა შეადგენს 120 000 ლარს.
ბოლო წუთამდე ვიკავებდით თავს, არ გვინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ დღეს უკვე სხვა გზა აღარ დაგვრჩა…
გთხოვთ, გულით გთხოვთ, მოგვეშველეთ! ნებისმიერი დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, შევძლოთ მკურნალობის ბოლომდე მიყვანა და სანდრიკოს ჯანმრთელობის შენარჩუნება.
წინასწარ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ჩვენს გვერდით დადგება, გაგვიზიარებს ამ პოსტს ან თუნდაც ერთი კეთილი სიტყვით გაგვამხნევებს.
ჩვენთვის დიდი იმედია თითოეული თქვენგანი.
დედა: თეონა ბასილაშვილი
#GE60BG0000000308579622
#GE09TB7024445064300113
მამა:გიორგი ბასილაშვილი
#GE78TB7764045064300012
#GE69BG0000000498708384“, - ავრცელებს ოჯახი.