ავტორი:

ეგვიპტის ავტომაგისტრალზე საწვავის ცისტერნის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმე კადრები ადგილიდან

ეგვიპტის ავტომაგისტრალზე საწვავის ცისტერნის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა - მძიმე კადრები ადგილიდან

ეგვიპტის ხელისუფლების ცნობით, კაიროს ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე საწვავის ცისტერნის შეჯახებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, რასაც სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა.

თავდაპირველი მონაცემებით ეგვიპტის დედაქალაქის საკვანძო მაგისტრალ “რინგ როუდზე“ მომხდარი ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა, ხოლო 24-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი დაიწვა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარია მაგისტრალის იმ მონაკვეთში მოხდა, რომელიც დიდი კაიროს შემადგენლობაში შემავალ გიზის მჭიდროდ დასახლებულ უბან ვარაქში გადის.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებზე კარგად ჩანს, როგორ ცდილობენ მეხანძრეები ავტომობილებს შორის გავრცელებული ცეცხლის ჩაქრობას, მაშინ როდესაც მაშველებს ადამიანები ცეცხლმოკიდებული ავტომობილებიდან გადმოჰყავთ.

ჯანდაცვის მინისტრმა ხალედ აბდელ ღაფარმა განაცხადა, რომ დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მისი თქმით, მონაცემები წინასწარია, რაც აჩენს საფრთხეს, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

წყარო