ავტორი:

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი

“თუ “ჰამასი“ არ განიარაღდება, ისრაელი ღაზაში მილიონ პალესტინელს იძულებითი გადაასახლებს“ - ისრაელ კაცი

ხუთშაბათს ისრაელის დროებითი მთავრობის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მილიონ პალესტინელს იძულებით გადაასახლებენ, თუ “ჰამასი“ ნებაყოფლობით არ დაყრის იარაღს, როგორც ეს ადრე ჰქონდა ნაკისრი.

“თუ “ჰამასი“ “ნებაყოფლობით არ განიარაღდება“, ამას ისრაელის არმია "ოპერაცია “გედეონის ეტლები II“-ის ფარგლებში გააკეთებს, რაც ღაზის მილიონი მცხოვრების სამხრეთით მორიგ ევაკუაციასაც მოიცავს“, - დაწერა თავისი ხისტი განცხადებებით ცნობილმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა სოციალურ ქსელ X-ში.

კაცის განცხადება მოჰყვა ხუთშაბათის ღამით განხორციელებულ ისრაელის სამ ავიაიერიშს, რომლებსაც ქალაქ ღაზასა და სექტორის ცენტრალურ ნაწილში რვა პალესტინელი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას “შიფასა“ და “ლ-აქსას წამებულთა“ საავადმყოფოების წარმომადგენლები ავრცელებენ, სადაც დაშავებულები და დაღუპულები გადაიყვანეს.

თავის მხრივ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ღამის ოპერაციისას მოკლული იქნა ხალედ აბუ ნადა, რომელიც ღაზაში “ჰამასის“ ეკონომიკისა და განათლების საკითხებს კურირებდა.

წყარო