ავტორი:

ბათუმში, მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში, მატჩის დროს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ “ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ “ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.

დაკავებისას “ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხვადასხვა საგანს ესროდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი პირია დაკავებული.

მომხდარი დაპირისპირების გამო მატჩი დროებით შეწყდა, თუმცა ამ დროისთვის განახლდა.

შეგახსენებთ, ევროპა ლიგის საერთო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი “ბეშიქთაშსა“ და ბეერ-შევას “ჰაპოელს“ შორის სტამბოლის ნაცვლად ბათუმში იმართება.

უეფა-ს განცხადებით, უსაფრთხოების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო და აღნიშნული გადაწყვეტილება ამიტომ იქნა მიღებული.