ავტორი:

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?

ქეთი გომართელი გათხოვდა - ვინ არის მომღერლის რჩეული, რომელიც მასზე 15 წლით უმცროსია?

მომღერალი ქეთი გომართელი გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი მეტრეველია. წყვილმა სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში გააზიარა, ახალდაქორწინებულებს კი მეგობრები და გამომწერები ულოცავენ.

გიორგი მეტრეველი ქეთი გომართელზე 15 წლით უმცროსია. ის მოდელია და 2022 წელს საერთაშორისო სილამაზის კონკურსის, "მისტერ პლანეტის“ გამარჯვებული გახდა. გიორგი მომღერალ მარკუს მეტრეველის ძმისშვილია.

როგორც ირკვევა, გიორგი მეტრეველს წინა ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. 2023 წელს ის თაკო გენგაშვილზე იყო დაქორწინებული, 2024 წლის მარტში კი წყვილს ვაჟი, დანიელი შეეძინა. ამის შესახებ გიორგი "თბილისელებთან“ ინტერვიუში თავად საუბრობდა.

ქეთი გომართელისა და გიორგი მეტრეველის ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მედიაში ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრეც გავრცელდა.