ავტორი:

"საკითხავის ფესტივალი" დაიწყო! გაიგეთ, რა ფასდაკლებები დაგხვდებათ ადგილზე

"საკითხავის ფესტივალი" დაიწყო! გაიგეთ, რა ფასდაკლებები დაგხვდებათ ადგილზე

ლიტერატურის მოყვარულებისთვის წლის ყველაზე სასიამოვნო დღეები უკვე დაიწყო - „თბილისი მოლში“ , „საკითხავის ფესტივალი“ ოფიციალურად გაიხსნა.

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს შავი პარასკევის გრანდიოზული აქცია და საფესტივალო განწყობა გააერთიანა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკითხველს წინ განსაკუთრებული შოპინგი და ლიტერატურული აღმოჩენები ელოდება.

თუ გეგმავთ, ზამთრის ცივი სეზონი საინტერესო ისტორიებით გაილამაზოთ, თაროები ახალი გამოცემებით შეავსოთ ან საახალწლო საჩუქრებზე თადარიგი ახლავე დაიჭიროთ, ეს სამი დღე ზუსტად თქვენთვისაა.

რა შეთავაზებები გელოდებათ ფესტივალზე?

ადგილზე მისულ სტუმრებს წიგნების მრავალფეროვანი არჩევანი და შავი პარასკევის ყველაზე მომგებიანი პირობები დახვდებათ.

შეგიძლიათ ისარგებლოთ 30%-დან 60%-მდე ფასდაკლებით ნებისმიერი ჟანრის მხატვრულ და არამხატვრულ ლიტერატურაზე. კატალოგში თავმოყრილია როგორც მსოფლიო კლასიკა და თანამედროვე ბესტსელერები, ისე ბიზნესის, თვითგანვითარებისა და საბავშვო მიმართულების წიგნები.

გარდა ამისა, ფესტივალზე მოქმედებს სპეციალური შეთავაზება - გამორჩეული სერიებისა და წიგნების შეძენას სულ რაღაც 10 ლარად შეძლებთ. ეს საუკეთესო შანსია, სიმბოლურ ფასად მოიმარაგოთ სასურველი ავტორების ნაწარმოებები ოჯახის ყველა წევრისთვის.

ფესტივალი სამი დღე - 27, 28 და 29 ნოემბერს გაგრძელდება. ლიტერატურული სივრცე „თბილისი მოლის“ პირველ სართულზე, ცენტრალურ ატრიუმშია მოწყობილი (დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ/213 კმ).

არ გაუშვათ ხელიდან შავი პარასკევის საუკეთესო შეთავაზებები - ეწვიეთ „თბილისი მოლს“, შეარჩიეთ ახალი საკითხავი და აქციეთ ყოველი დღე საინტერესო თავგადასავლად.

R