ავტორი:

“წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე

“წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ“ - ტარიელ კაკაბაძე

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოლიდარობას უცხადებს გუშინ, ბათუმში, თურქი ქომაგებისა და პოლიციის შეტაკების შედეგად დაშავებულ სამართალდამცველებს.

“სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ქართველ პოლიციელებს, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს თურქი “ქომაგების” თავდასხმების აღკვეთის დროს.

წარმომიდგენია, როგორი სასტიკი იქნებოდა თურქეთის პოლიციის რეაგირება, ქართველი ქომაგები რომ მსგავსად მოქცეულიყვნენ თურქეთში,“ - წერს კაკაბაძე.

  • შეგახსენებთ, ბათუმში,"ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს თურქული კლუბი "ბეშიქთაშისა“ და ისრაელური ბეერ შევას "ჰაპოელის“ შეხვედრა თავიდანვე სერიოზული რისკის ქვეშ იდგა. შეგახსენებთ, ეს მატჩი თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, მაგრამ სწორედ უსაფრთხოებს ზომებთან დაკავშირებული საშიშროების გამო, მისი გადატანა გადაწყდა ნეიტრალურ მოედანზე. ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

საბოლოოდ, ამ რისკების აცილება თავიდან ვერც ბათუმში მოხერხდა. მატჩამდე საღამოს ბათუმის ქუჩებში "ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა და თავდაპირველი არეულობაც ამ მსვლელობისას დაიწყო.

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

ინციდენტები შეხვედრის დაწყების შემდეგაც გაგრძელდა. დაპირისპირების გამო მსაჯმა თამაში დროებით შეაჩერა და ფეხბურთელები მოედნიდან გაიყვანა. ტრიბუნებზე არეულობა რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, პოლიცია კი გულშემატკივრების დამშვიდებას ცდილობდა. მოგვიანებით ვითარება განიმუხტა და მატჩი განახლდა.

შსს-ს ინფორმაციით, "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბათუმში, ევროპის მოედნიდან "ბათუმი არენას“ მიმართულებით მსვლელობისას საფეხბურთო კლუბ "ბეშიქთაშის“ გულშემატკივართა ნაწილი გამოირჩეოდა აგრესიული ქმედებებით.

გულშემატკივართა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი და პროვოკაციული ქმედებები სტადიონის ტერიტორიაზეც გაგრძელდა. ისინი აზიანებდნენ სტადიონის ინფრასტრუქტურას, მათ შორის, სკამებს, რომლებსაც შემდგომ სამართალდამცველებს ესროდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

პოლიცია ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის, ვითარების დეესკალაციისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის, გამოყენებული იქნა სპეციალური საშუალება.

გულშემატკივართა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი, რომელთაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

სამართალდამცველებმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის 16 პირი დააკავეს. მოგვიანებით თითოეული მათგანი გათავისუფლდა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, თურქული მხარე უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ "ბეშიქთაშის" გულშემატკივრების მიმართა სამართალდამცავებმა არაპროპორციული ძალა გამოიყენეს.

იხილეთ ასევე: