საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
“27 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალაქ რუსთავში მდებარე №12 ნახევრად ღია და დახურული ტიპის პენიტენციურ დაწესებულებას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა და გაეცნო პატიმართა საცხოვრებელ პირობებს.
ლევან იოსელიანი პირადად გაესაუბრა დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს, მათ შორის, ნიკა მელიას, ირაკლი ღარიბაშვილს, ბაჩო ახალაიას, ლევან ხაბეიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ირაკლი ოქრუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მიხეილ სააკაშვილს და პაატა ბურჭულაძეს.
საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და ზედამხედველობას უწევს პატიმართა უფლებების დაცვას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.