ავტორი:

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ... " - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ

"ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას, რასაც ახლა მე... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ... " - რას წერს მარიამ შარმანაშვილი კარლო პონტისთან დაშორების შემდეგ

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მარიამ შარმანაშვილი და სოფი ლორენის ვაჟი, კარლო პონტი ერთმანეთს დაშორდნენ. დაშორების მიზეზი უცნობია. ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ მარიამი ემოციურ წერილს აქვეყნებს "ინსტაგრამზე".

"დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას და ბევრსაც გაგივლიათ წარსულში, რასაც ახლა მე გავდივარ და ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ – საკუთარი თავისთვისაც და თქვენს სანუგეშოდ, რომ მადლიერების უნარია ის, რასაც შეუძლია ნებისმიერ განსაცდელში ჩვენი გადარჩენა, ჰოდა მე ვირჩევ მადლიერებას და სიმშვიდეს, რაც არ უნდა მტკივნეულად მიმდინარეობდეს ეს პროცესი.

ჩემს ძველ პოსტებს ვათვალიერებდი, რომ ძველი მასალისგან და ძველი ენერგიებისგან გამეწმინდა ჩემი გვერდი და ამ პოსტს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი, აღარც მახსოვდა.

ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს წარსულში დღევანდელი მარიამისთვის მაქვს დაწერილი ეს წერილი და ნეტავ იცოდეთ როგორ მჭირდებოდა ახლა ამ სიტყვების მოსმენა.

თქვენი გამამხნევებელი ასობით მესიჯებისთვის კი უღრმესი მადლობა. ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე ძვირფასი რამეა, როცა რთულ ეტაპს გადიხარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ადამიანი ადამიანისთვის მზეა. მიყვარხართ", - წერს მარიამი.

  • და აი, რა პოსტი აქვს გაზიარებული მარიამ შარმანაშვილს წარსულიდან:

"არასდროს შეადარო საკუთარი სხეული სხვა ადამიანის სხეულს..

შენ ხარ უნიკალური ..

შენი სხეული შენს ისტორიას ინახავს. შენ რომ დაბადებულიყავი და დღემდე მოგეტანა შენი გენეტიკური მემკვიდრეობა უამრავმა ადამიანმა იბრძოლა და იცხოვრა ამისთვის.

და მაინც არ ხარ კმაყოფილი საკუთარი სხეულით?

ჰკითხე საკუთარ თავს რას აკეთებ მისთვის სასარგებლოს..

დიდი ალბათობით ძალიან ცოტას ან თითქმის არაფერს..

თუ არ იცი საიდან დაიწყო მე გეტყვი რომ დაიწყე მადლიერებით ..

მადლობა უთხარი შენს სხეულს რომ ამდენი წელია გემსახურება თავდაუზოგავად..

გემსახურება იმისდა მიუხედავად შენ მოგწონს თუ არა მისი ფორმები..

გემსახურება მაშინაც როცა სტკივა...

გემსახურება მაშინაც როცა საკუთარ ფიქრებში აბულინგებ და ყველაზე უშნოდ ან უსარგებლოდ მიიჩნევ საკუთარ თავს...

ასე გაგრძელება კარგს არაფერს მოგვიტანს ..

სამყარო გადავიდა სხვა სიხშირეზე და დროა ჩვენს ცნობიერებასაც შეეხოს ცვლილებები...

ცვლილება დაიწყე დღესვე,თუნდაც პატარა და ნელი ნაბიჯებით მაგრამ დაიწყე ..

სამყარომ მოგვაბარა ჩვენი სხეული როგორც მცენარე...

მასზე უნდა ვიზრუნოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა...

მას უნდა მივცეთ ყველაფერი რაც სჭირდება სიცოცხლისთვის და განვითარებისთვის : სიყვარული, მზე , ჰაერი, წყალი , ჯანსაღი ნიადაგი და დრო, დრო იმისთვის რომ ზრუნვის საპასუხოდ დაგვასაჩუქროს უმშვენიერესი ყვავილებით ..

და ბოლოს გახსოვდეს შენ რომ გაჩენილიყავი უამრავ ადამიანს უყვარდა ერთმანეთი, და როცა იღებ საკუთარ თავს შენ იღებ ტოტალურ სიყვარულს და უსაზღვრო სასიცოცხლო ენერგიას".