საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველი, მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) თბილისში ჩამოასვენეს.
მიტროპოლიტ აბრაამს 15:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ.
"ახლად შესვენებულ მიტროპოლიტ აბრაამის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება. იგი 1-ელ დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაიკრძალება“,- ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, მიტროპოლიტი აბრაამი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. მანამადე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასავლეთ ევროპის ეპარქიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მღვდელმთავრის, მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო და ის მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა.