ავტორი:

ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პოლიციელი - რა არის ცნობილი

ქობულეთში გარდაცვლილი იპოვეს 25 წლის პოლიციელი - რა არის ცნობილი

ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ "აჭარა თაიმსი" აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.

რა გახდა ახალგაზრდა პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი, ან რა ვითარებაში იპოვეს უცნობია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.