ავტორი:

"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

"მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს... ადამიანურად გთხოვ, არ მინდა, სხვანაირად რა ვქნა?!“ - მერსი სულხანიშვილი თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს

ინფლუენსერი მერსი სულხანიშვლი გადაცემა "სარკასტიკის" ერთ-ერთ წამყვანთან, თამაზ ლოხიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს.

  • გავრცელებულ მიმოწერაში, რომელიც მერსის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრით თარიღდება, (სავარაუდოდ, გადაცემის ჩაწერის შემდეგ) ის გადაცემის შინაარსისა და ფორმის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს და აცხადებს, რომ გადაცემის ავტორებს აღნიშნული გადაცემის გაშუქებისგან თავის შეკავება სთხოვა.

"ჩემი პოზიცია უცვლელია გადაცემასთან დაკავშირებით. მე ადამიანი ვარ და არა ნივთი, ვისაც როგორც მოუნდება, ისე მოექცეს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. საერთოდ, თავშივე უნდა ავმდგარიყავი და გამოვსულიყავი, უბრალოდ არ შემიძლია, ასე მოვექცე ადამიანებს. გავიგე, რომ ერთხელ რაღაც ტელევიზიისთვის შეუფერებელი შემთხვევით მეცვა, უგემოვნოდ. გაგების დონეზე გავიგე, მაგრამ ის, რომ საზოგადოებაში ჩემი დამცირება მოხდეს და ამბავი ისე შეფუთო, რასაც სიმართლესთან მისხალი შეხებაც კი არ აქვს, რატომ? რატომ უნდა ვისმინო ტყუილი? ვისაც რეიტინგისთვის გაუხდია, გაუმარჯოს, მე არ გამოვდგები მაგ ამბავში. მე ასე არ ვთვლი და არ მიმაჩნია.

რახან სხვის შრომას ვცემ პატივს, არ ავდექი და არ გამოვედი, მაგრამ მე არ ვიმსახურებ იმას, რომ ადამიანების თვალში გამოვჩნდე ის, რაც არ ვარ, მით უმეტეს მაშინ, როცა ძალიან კარგად მიცნობთ და ისიც იცით, როგორი ვარ ადამიანურად. გიხსნით ადამიანურად, არ მინდა. ჩემთვის არის სენსიტიური თემები, რომელთა გაცოცხლებაც არ მინდა.

შენც ხომ კარგად იცი, რომ არ გამოვიდა მეგობრულად და ადამიანურად. გთხოვ, არ მინდა. სხვანაირად რა ვქნა? მტერს არ ვუსურვებ იმის გავლას, რაც მე გამივლია. იგივე ნიკორას ამბავზე, იგივე იმ გადაცემის ამბავზე. საერთოდ არ მინდა ღამის პრაიმ-ტაიმის მერე იშვიათად დავდივარ გადაცემებში.

მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოყვეს. შენ რომ ან გიორგის რომ ეთქვა, მე ამდენს, არც მართლა ამდენს არ აგახსნევინებდით. ზოგადად, ნებისმიერს უბრალოდ გაგითვალისწინებდით.

არა მხოლოდ მივწერე, მანამდე საუბარიც შედგა ჩვენ შორის. ვთხოვე, ვიტირე კიდეც, ადამიანურად, შენ ხომ კარგად მიცნობ, ეს დამიმსახურებია-მეთქი. აღარ გავაგრძელებ" - წერს მერსი სულხანიშვილი.

  • შეგახსენებთ, ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვლმა ტელეწამყვან გიორგი ნაზღაიძესა და თამაზ ლოხიშვილს უჩივლა. საქმე ეხება გადაცემა "სარკასტიკაში" მის შესახებ წამყვანების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს. არსებული ინფორმაციით. მერსი სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ გადაცემა "სარკასტიკაში" სტუმრობისას მას სექსუალურად ავიწროებდნენ.

საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს შედგა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, თამაზ ლოხიშვილმა განაცხადა:

"მე საერთოდ ვერ ვხდები, ეს მუხლი - სექსუალური შევიწროვება, თვითონ მოიფიქრა, თუ სხვამ დააწერინა. გოგო თვითონ მოვიდა ნიუსით, რომ მკერდი ჰქონდა გაკეთებული და მთელ საქართველოს გააგებინა და მეც შევეკითხე: 30 ათასი რაში გადაიხადე-მეთქი? მართლა კარგად ჰქონდა მკერდი. ვერ მოვიტყუები და ვუთხარი კომპლიმენტი - რა კარგად გაქვს, მერსი, მკერდი-მეთქი და ეს თუ სექსუალურად შევიწროებაა, მა რაღას იკეთებდა?", - აღნიშნა მან.