ავტორი:

"რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში..." - ქობულეთში გარდაცვლილი 25 წლის პოლიციელის ვინაობა ცნობილია

"რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში..." - ქობულეთში გარდაცვლილი 25 წლის პოლიციელის ვინაობა ცნობილია

ცნობილია ქობულეთში გარდაცვლილი პოლიციელის ვინაობა. ის 25 წლის გიგა მესხიძეა.

ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი.

"გიგა …ზრდილობის, სიკეთისა და საოცარი ადამიანობის მაგალითი იყავი… მეგობარო ძალიან ადრე დაგვტოვე. ნეტავ, რამდენი უთქმელი ტკივილი გქონდა გულში… ნათელი შენს ლამაზ სულს." - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.