ავტორი:

რუსეთში, მრავალშვილიან ოჯახში, ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა - მისი და-ძმები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს: პოლიციამ მშობლები დააკავა: ტრაგედიის დეტალები

რუსეთში, მრავალშვილიან ოჯახში, ხუთი წლის გოგონა შიმშილით გარდაიცვალა - მისი და-ძმები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს: პოლიციამ მშობლები დააკავა: ტრაგედიის დეტალები

რუსეთის ქალაქ ვოლოგდაში ხუთი წლის გოგონა შიმშილის შედეგად გარდაიცვალა. იმავე ოჯახში მცხოვრები მისი და-ძმები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის შვიდი წლის ბიჭი, რომლის მდგომარეობაც თავდაპირველად მძიმე იყო.

  • რუსული მედიის ინფორმაციით, ოჯახში 11 არასრულწლოვანი იზრდებოდა. ბავშვები არასათანადო საცხოვრებელ პირობებში ცხოვრობდნენ და სათანადო მზრუნველობას მოკლებულნი იყვნენ. შვიდი წლის ბიჭი რეანიმაციაში მოათავსეს. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე, თუმცა სტაბილურია.

გამოძიების ინფორმაციით, ოჯახი 2024 წლიდან სოციალურად დაუცველის ოჯახების აღრიცხვაზე იმყოფებოდა. შესაბამისი სამსახურები პრობლემებად ასახელებდნენ ბავშვების მიერ სკოლებისა და ბაღების ხშირ გაცდენას, სამედიცინო დაწესებულებებში გამოუცხადებლობასა და საცხოვრებელში არსებულ ანტისანიტარიას. სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ოჯახს პერიოდულად სტუმრობდნენ, ბოლო ვიზიტი კი 12 ნოემბერს შედგა.

გარდაცვლილი გოგონას დედამ დაკითხვისას განაცხადა, რომ ბავშვის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, სასწრაფო დახმარება არ გამოიძახა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ გოგონას ფაფით გამოკვებავდა და წონაში მოამატებინებდა. მან საკუთარ თავს "საშინელი დედა“ უწოდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები აღძრა არასრულწლოვანის მკვლელობისა და სოციალური სამსახურების პასუხისმგებელი პირების შესაძლო გულგრილობის ფაქტებზე. გამოძიება ასევე იკვლევს, რატომ ვერ მოხერხდა ბავშვების მდგომარეობის დროული შეფასება და მათი სათანადო დაცვა.

წყარო