ავტორი:

"ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო" - ახმეტაში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია

"ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო" - ახმეტაში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა ცნობილია

ცნობილია ახმეტის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის ვინაობა.

  • გარდაცვლილი სოფელ ქისტაურის მკვიდრი 32 წლის აჩიკო მელქუაშვილია.

ავტოსაგზაო შემთხვევა, დღეს სოფელ ქისტაურში მოხდა - ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც აჩიკო მელქუააშვილი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი დაშავდა.

როგორც გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი AMBEBI.GE -სთან ჰყვება, გარდაცვლილი მანქანაში მარტო იმყოფებოდა. დაშავებულები კი მეორე მანქანაში ისხდნენ.

"ვერ ვიჯერებ ჯერ კიდევ. ისეთი კარგი აღზრდილი ბიჭი იყო, ისეთი ადამიანი. ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო" - გვითხრა გარდაცვლილის მეზობელმა.

მისივე ინფორმაციით, მელქუაშვილი სოფლის მეურნეობას ეწეოდა. მას მეუღლე და შვილები არ ჰყავდა.