ნანუკა ჟორჟოლიანი მავნებლობად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გუშინ, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.
ნანუკა ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიას შესახებ წერს:
“ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.
მიშას ხელისუფლების დროს, რამდენიმე “გავლენიანი” ადამიანი იყო.
რას ნიშნავდა ეს გავლენები.
თუ ბიძინას მონა ვეზირები ჰყავს, მიშას ქვეყნის მართვის სხვა სისტემა ჰქონდა. ძლიერ, კომპეტენტურ, მცოდნე, რისკიან ტიპებს ირჩევდა და სფეროებს ბოლომდე ანდობდა.
მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს ციხე, ბენდუს რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.
მოდით ჩავხედოთ რა ებარა ოფიციალურად გიგას. (არაოფიციალურსაც მოგიყვებით)
ანუ ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.
არაოფიციალურად- მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის ფინანსურიც.
ასევე, იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.
აი კარგად დაფიქრდით, უნდა არსებობდეს თუ არა ერთი კითხვა მაინც, რომელიც მასთან შეიძლებოდა ჰქონოდა ბიძინას პროკურატურას?
მაშინ როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი, ერთხელაც არაა დაკავებული და უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)
ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ არა მიშას კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.
და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.
პ.ს. დღეს , მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდექით...
დამთავრდა ეს ცალმხრივად “დასტოინობა”...
დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო...
ასევე, რომ იცოდეთ, მედია კონტროლი ებარა მის ოჯახის წევრსაც, რომელიც გვირეკავდა და გვაბულინგებდა სტუმრებზე...“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აქცია მიეძღვნა 2 წლის გასვლას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებიდან, 2028 წლის ბოლომდე დააპაუზოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებას ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყება მოჰყვა, რაც ამ დრომდე გრძელდება.