ავტორი:

“გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ: რატომ შევძელი, როგორ შევძელი...“ - ბათუმში, 2025 წელს დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

“გთხოვთ არ გამაკრიტიკოთ: რატომ შევძელი, როგორ შევძელი...“ - ბათუმში, 2025 წელს დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს

ბათუმში, 2025 წელს დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მისი საქმიანობის შესახებ უყვება, რომელიც დარდის გადატანაში ეხმარება.

  • როგორც ნათია დიაკვნიშვილი აღნიშნავს, ეს არის ერთადერთი საქმიანობა, რომელშიც მთელ ენერგიას დებს და ეხმარება მისი შვილის სახის დანახვის მოლოდინში ძალაც არ გამოეცალოს.

“რაც თუ ძალა შემრჩა, მთლიანად ჩავდე ამ საქმეში იმისთვის, რომ ჩემი ალექსანდრესთვის, მისი ნატვრად ქცეული სახის დანახვის მოლოდინში და მის ჩახუტებას ნატრულს, ეს ძალაც არ გამომცლოდა...

მთელი ჩემი შერჩენილი ენერგია და მცირედი ბიუჯეტით, ჩემი ოჯახის წევრების და მეგობრების გვერდში დგომით აქამდე მოვედი და ახლა თქვენი გვერდში დგომის, მხარდაჭერია და ნდობის იმედი მაქვს.

დედას ოცნებად ქცეულო შვილო, დედას ალექსანდრე, ნეტა იცოდე შენი “დეე" როგორ გელოდება, რომ დავინახო შენი სიამაყით ავსილი ჩემსკენ მომზირალი თვალები... დედას საოცარო ადამიანო, დედას უკიდეგანო მონატრება, მზის სხივო და საერთოდ ყველა+ფერო" - ამის შესახებ ნათია დიაკვნიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, 14 წლის მოზარდი, ალექსანდრე მიქელაძეს ბათუმში, 2025 წლის 16 იანვარს, 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ კვალს ვერსად მიაგნეს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისი პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე, სკამზე იპოვეს. კამერებში ჩანს, სანაპიროსკენ მიმავალი ბიჭიც და მას შემდეგ კვალი ქრება.