ავტორი:

ამოღებულია 6 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო მასალები - სპეცოპერაცია ამანათის კონტროლირებადი მიწოდებით და სხვა დეტალები: შსს-მ ერთი პირი დააკავა

ამოღებულია 6 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება და დაფასოებისთვის საჭირო მასალები - სპეცოპერაცია ამანათის კონტროლირებადი მიწოდებით და სხვა დეტალები: შსს-მ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

  • შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის მხილების მიზნით, მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 6 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება “მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

“ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.