რუსეთის მთავრობამ წიწიბურას ექსპორტზე დროებითი აკრძალვა დააწესა, - ინფორმაციას რუსული მედია მთავრობის პრესსამსახურზე დარდნობით ავრცელებს.
მათი განმარტებით, აკრძალვა არ ვრცელდება “ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ექსპორტზე, ასევე მთავრობის გადაწყვეტილებების საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნილ ტვირთებზე”.
ამასთან, სხვა გამონაკლისებს შორისაა სამთავრობოთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში განხორციელებული მიწოდებებიც.
"კიდევ ერთი დადგენილებით განისაზღვრა ნულოვანი საექსპორტო საბაჟო გადასახადი ბარდის, მუხუდოსა და ოსპის იმ პარტიებზე, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებს გარეთ გააქვთ“, - ნათქვამია რუსეთის მთავრობის განცხადებაში.