გუშინ, ლოს ანჯელესში 5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. უცხოურ მედიაში ვრცელდება ემოციური კადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ დაიცვა დედამ საკუთარი ჩვილი ბიძგებისას.
ვიდეოში ჩანს დედა, რომელიც სარწეველაში მოთავსებულ ბავშვს ეთამაშება და ცდილობს აალაპარაკოს, რა დროსაც კამერა მოულოდნელად რყევას იწყებს და ისმის ხმამაღალი ბრახუნი. ქალს მყისიერად ეცვლება სახის გამომეტყველება, ჩანს, რომ მომხდარის გამო შოკშია, თუმცა მაინც არ იბნევა და ბავშვისკენ მიიწევს, რათა დაიცვას. ის პატარას გულში იკრავს, ოთახის ცენტრისკენ მიიწევს და სარწეველა სკამიც თან მიაქვს.
ჩვილის დედა "ბლეიკს", სავარაუდოდ, მის მეუღლეს უხმობს, რა დროსაც მიწისძვრის ბიძგის გამო, კამერა ძირს ეცემა. ჩანაწერში მამაკაცის ხმა ისმის, რომელიც მას ეკითხება: "ბავშვი შენ გყავს?" და აქვე მთავრდება ვიდეო.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">🚨 Oh my goodness! A California mom was playing with her baby when her whole house suddenly started shaking from the earthquake. So scary. 🤯 https://t.co/0LsFFzIBGt</p>— Gina Milan (@ginamilan_) <a href="https://x.com/ginamilan_/status/2126780702289015197?ref_src=twsrc%5Etfw">November 28, 2026</a></blockquote>
<script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
მიწისძვრის ეპიცენტრი მანჰეტენ-ბიჩიდან სამხრეთ დასავლეთით 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. მას ათობით განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტმა მცირე ხნით საგანგებო რეჟიმი აამოქმედა და 106 ადგილობრივი განყოფილებიდან თანამშრომლები გაგზავნა ინფრასტრუქტურის დასათვალიერებლად და დაზიანების ნიშნების გამოსავლენად. მას შემდეგ, რაც დადასტურდა, რომ ქალაქში არანაირი დაზიანება ან ადამიანების დაშავების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, სამსახურმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძო.

მანჰეტენ-ბიჩის ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, მზად ყოფილიყვნენ განმეორებითი ბიძგებისთვის, რომლებიც შესაძლოა პირველადი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთის, საათის ან თუნდაც დღის შემდეგ განმეორებულიყო.

წყარო: themirror.com
მოამზადა: ანა სიბოშვილმა