საერთაშორისო მოგზაურობის დაგეგმვისას ადამიანები ხშირად პირველ რიგში ავიაბილეთებსა და სასტუმროებს ეძებენ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მაინც სავიზო პროცედურების მოგვარებაა.
განსაკუთრებით აქტუალურია ეს იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ტურისტული ვიზა ან წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია სჭირდებათ - იქნება ეს აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, იაპონია, მექსიკა, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა თუ სხვა.
ამასთან, სავიზო წესები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც, რომლებსაც საქართველოს ბინადრობის ნებართვა აქვთ და საზღვარგარეთ გამგზავრებას გეგმავენ.
„სავიზო განაცხადზე უარის მიღება ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო გამოცდილებაა მოგზაურობის დაგეგმვისას. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვიზის გაცემის გადაწყვეტილება დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის საემიგრაციო წესებსა და ინდივიდუალურ შეფასებაზე.
ხშირად პრობლემას ქმნის არასრული დოკუმენტაცია, მოგზაურობის მიზნის არასაკმარისი დასაბუთება, ფინანსური ინფორმაციის შეუსაბამობა ან განაცხადში მითითებული მონაცემების არათანმიმდევრულობა“, - აცხადებს ია იაძე. განაგრძეთ კითხვა