მსოფლიო მედიის დღე და "სახალხო კრების" აქციები - დღევანდელი "რეზიუმეს" მთავარი თემები

მსოფლიო მედიის დღე და "სახალხო კრების" აქციები - დღევანდელი "რეზიუმეს" მთავარი თემები

3 მაისი მსოფლიო მედიის დღეა. ეს დღე 1991 წელს ნამიბიაში, ვინდხუკის დეკლარაციის საფუძველზე დააწესეს, ორი წლის შემდეგ კი, გაერო-მ მსოფლიო პრესის დღედ გამოაცხადა.

ვაშინგტონში, პრესის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ქართველი ჟურნალიტები ესწრებიან.

"რეზიუმეს" ეთერში ვაშინგტონიდან სატელეფონო ჩართვით რატი აფხაზავა, სტუდიაში კი ელისო ჩაფიძე და ნინო ბექიშვილი ისაუბრებენ.

გარდა ამისა, "სახალხო კრება" 21 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით, ხელისუფლების წინააღმდეგ საერთო-სახალხო გამოსვლებს იწყებს. როგორია "სახალხო კრების" სამომავლო სტრატეგია, დიანა ტრაპაიძესთან ნინო ბურჯანაძე ისაუბრებს.

დაუსვით კითხვები გადაცემის მონაწილეებს ინტერნეტით პირდაპირ ეთერში და მიიღეთ პასუხები.

მოუსმინეთ და უყურეთ თოქშოუ "რეზიუმეს", ყოველ სამუშაო დღეს 19:00-დან 20:00 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 3 მაისიდან.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები