YouTube-მა დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნის პატივსაცემად არხი გახსნა

YouTube-მა დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნის პატივსაცემად არხი გახსნა

ვიდეოპორტალმა YouTube-მა დაღუპული ჟურნალისტების ხსოვნის პატივსაცემად არხი - Journalists Memorial Channel გახსნა.

პროექტი ჟურნალისტიკას ეძღვნება და კორპორაცია Google-ისა და Newseum-ის მუზეუმის ერთობლივი პროექტია.

ახალ არხზე ყველა ვიდეოჩანაწერი განთავსდება, რომელიც ცხელ წერტილებში გარდაცვლილ, ან იმ ჟურნალისტებს უკავშირდება, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო მოკლეს. YouTube მასალებით არხის მომარაგებას ყველა მომხმარებელს სთავაზობს.

ახალი არხი ვაშინგტონში მდებარე Newseum Journalist Memorial-ის ელექტრონულ ვერსიად უნდა იქცეს - ეს არის ორსართულიანი შენობის სიმაღლის, მინის პანელებისგან შექმნილი კონსტრუქცია, პანელებზე უკვე 2007 ჟურნალისტის სახელია აღბეჭდილი, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. მალე მემორიალის კედლები 2010 წელს გარდაცვლილი 77 რეპორტიორის სახელით შეივსება.

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აცხადებს, რომ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყანა პაკისტანია - 2010 წლისა და 2011 წლის პირველი დეკადის განმავლობაში იქ 13 რეპორტიორი გარდაიცვალა. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, 2010 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შერულების დროს 102 ჟურნალისტი დაიღუპა.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები