57 წლის ცნობილი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი თავისი ბოლო შოუს შემდეგ ისვენებს და პიჟამოში გამოწყობილი კალიფორნიის შტატში მდებარე ვილაზე დიდ განცხრომაშია. ინტერნეტში ოპრას ბოლო შოუს ჩაწერის შემდეგ გადაღებული ფოტოები გავრცელდა.
ოპრამ "ტვიტერზე" პერსონალურ გვერდზე დაწერა: “მთელი დღე პიჟამო მაცვია, ელექტრონულ ფოსტას ვეცნობი და სტედმანთან ერთად გეილ კინგის შოუს ვუყურებ” (სტედმანი ოპრას ბოიფრენდია).
ოპრამ ეს დასვენება ნამდვილად დაიმსახურა. "დიალოგის დედოფლად" წოდებული ტელეწამყვანი მაყურებელს 25 წლის მანძილზე ერთგულად ემსახურა, ხოლო ბოლო გადაცემის ჩაწერის დღეს მისმა სევდიანმა სახემ და ემოციებმა ყველა დაარწმუნა უინფრის გულწრფელობაში. ის მაყურებლებს ვერც კი დაემშვიდობა და თქვა - "უბრალოდ, მომავალ შეხვედრამდე!" მთელი გადაცემის განმავლობაში სცენაზე მხოლოდ ოპრა უინფრი იდგა.
ოპრა უინფრი ტელევიზიაში 19 წლის ასაკში მივიდა. თავიდან ახალი ამბების წამყვანი იყო. 1984 წელს ჩიკაგოში გადავიდა, სადაც დილის შოუს წამყვანად დანიშნეს.
ბოლო 25 წლის მანძილზე კი მისი გადაცემა - "ოპრა უინფრის შოუ" 150 ქვეყანაში ყველაზე რეიტინგული იყო.
მომზადებულია dailimail.co.uk-ის მიხედვით.