"ცენტრის" ეთერში მეუფე ზენონი და ლევან ვეფხვაძე ისაუბრებენ

"ცენტრის" ეთერში მეუფე ზენონი და ლევან ვეფხვაძე ისაუბრებენ

"ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში "რელიგიური გაერთიანებების შესახებ" კანონის მიღება დადგება დღის წესრიგში, რაც კონკორდატის საკითხის გადახედვასაც გამოიწვევს. ამასთან, "ქრისტიან-დემოკრატები" მართლმადიდებლობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიების მმართველის, მეუფე ზენონის განცხადებით კი, საქართველოს ხელისუფლების ქმედებით გამარჯვებული აღმოჩნდა გარეგინ მეორე, თუმცა ქართული ეკლესია დამარცხებული არც საქართველოში იქნება და არც - არსად.

ამ თემასთან დაკავშირებით, არგუმეტები და მოსაზრებები მოისმინეთ 17:00 საათზე, თოქშოუ "ცენტრის" ეთერში, შალვა რამიშვილთან ერთად.

მოუსმინეთ და უყურეთ თოქშოუ "ცენტრს", ყოველ სამუშაო დღეს 17:00-დან 18:00 საათამდე, რადიო "პალიტრის"ეთერში, ან უყურეთ არქივში 7 ივლისიდან.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები