თაკო ფხაკაძე ნათია გედენიძის დაკავების მიზეზებზე მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ფლობს

თაკო ფხაკაძე ნათია გედენიძის დაკავების მიზეზებზე მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ფლობს

"პრაიმ-თაიმის" მთავარი რედაქტორი, თაკო ფხაკაძე გაზეთის ფოტორეპორტიორ ნათია გედენიძის დაკავების მიზეზების შესახებ მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ფლობს.

როგორც თაკო ფხაკაძემ "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა, იცის მხოლოდ ის, რაც ტელევიზიით შეიტყო. "დამატებით არაფერზე წარმოდგენა არ მაქვს", - განაცხადა ფხაკაძემ. მისივე თქმით, დამატებითი ინფორმაციის დასადგენად გამოძიებასთან კონტაქტი არ აქვს.

შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის პრესფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე (გაზეთ "პრაიმ თაიმის" ფოტორეპორტიორი) და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი) დააკავა.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები