ოპრა უინფრი გაკოტრების ზღვარზეა

ოპრა უინფრი გაკოტრების ზღვარზეა

აშშ-ის უმდიდრესი ტელეწამყვანის - ოპრა უინფრის ბიზნესი კრახის ზღვარზეა: ბოლო თვეების განმავლობაში მისი ტელეარხის, OWA -ს რეიტინგი საგრძნობლად დაეცა, რის გამოც ტელეწამყვანი იძულებული გახდა, ათეულობით თანამშრომელი გაეთავისუფლებინა და კომპანიის მართის სადავეები თავად აეღო ხელში.

როდესაც უინფრი მაყურებელს ემშვიდობებოდა, ვარაუდობდა, რომ აუდიტორიის სოლიდურ ნაწილს შეინარჩუნებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ოპრა მზადაა ტელეკომპნიის გადასარჩენად ბოლო სახსრები გაიღოს და ახალი თოქ-შოუ წამოიწყოს, რომელსაც თავად წაიყვანს.

"მზად ვარ მთელი ჩემი შემოქმედებითი ენერგია და დრო ჩემი ტელეარხის მართვას მივუძღვნა", - აღნიშნა ოპრა უინფრიმ.

ოპრამ ტელეარხი იანვრის დასაწყისში გახსნა, მაისის ბოლოს კი ჟურნალისტიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემა - "ოპრა უინფრის შოუ" დახურა, რათა მთელი დრო ახალი ტელეარხისთვის დაეთმო. 

ოქტომბერში პირველი ყოველდღიური გადაცემის გაშვება იგეგმება, რომელშიც ბიზნეს-ლედი მაყურებელს საკუთარი წარმატების საიდუმლოს გაუზიარებს და ტელევიზიაში მუშაობის 25-წლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, სასარგებლო რჩევებს მისცემს.

"მე მოწოდებით მასწავლებელი ვარ, რომელიც ტელეწამყვანის ნიღბის ქვეშ იმალება, - აცხადებს ოპრა უინფრი, - ახლა მე ჩემი სკოლა მექნება, სადაც მოსწავლე ნებისმიერი ტელემაყურებელი შეიძლება გახდეს".

"ოპრა უინფრის ბიბლიოთეკა" 100 გამოშვებად იქნება დაყოფილი, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს უკეთესად ცხოვრებაში დაეხმარება. ორ უახლოეს ასისტენტად ოპრამ არხის პრეზიდენტები დანიშნა. "გუნდთან ერთად, რომელსაც მე ბოლომდე ვენდობი, ჩვენ მდგომარეობის გამოსწორებას შევძლებთ და ტელეარხს გაკოტრებისგან ვიხსნით", - ოპრა უინფრი მომავალს ოპტიმისტურად აფასებს.

მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები