გი დე მოპასანი: მწერლის ნერვული აშლილობა და თვითმკვლელობის მცდელობა

გი დე მოპასანი: მწერლის ნერვული აშლილობა და თვითმკვლელობის მცდელობა

გი დე მოპასანი ფრანგი მწერალი, უამრავი ცნობილი მოთხრობის, რომანის ავტორი გახლდათ. იგი 1650 წლის 5 აგვისტოს დაიბადა მირომენილის ციხესიმაგრეში, ქალაქ დიეპის სიახლოვეს. არისტოკრატულ ლოთარინგულ გვარს მიეკუთვნებოდა, რომელიც ნორმანდიაში დასახლდა. მოპასანი ბავშვობიდან გამოირჩეოდა შესანიშნავი ჯანმრთელობით, თუმცა დედამისი, ფლობერის მეგობარი, მთელი ცხოვრება ნევროზით იტანჯებოდა, ძმა კი, პროფესიით ექიმი, სულით ავადმყოფთა კლინიკაში გარდაიცვალა.

სასულიერო კოლეგიიდან მოპასანი რუანის ლიცეუმში გადავიდა, სადაც დაამთავრა კურსი. ყოველთვის გამორჩეულად იზიდავდა ასტრონომია და ბუნებისმეტყველება.

ოჯახის გაკოტრების შემდეგ მოპასანი იძულებული გახდა, ჩინოსნად მოწყობილიყო საზღვაო სამინისტროში, სადაც დაახლოებით ათი წელი იმუშავა. თუმცა ლიტერატურა ყოველთვის ენატრებოდა. ექვს წელზე მეტხანს ფლობერთან დამეგობრებული თხზავდა, იწერდა და დაწერილს ხევდა. დაბეჭდვა მხოლოდ მაშინ გაბედა, როცა გუსტავ ფლობერმა მისი ნაწარმოები საკმარისად მომწიფებულად და ფასეულად აღიარა.

მისი პირველი მოთხრობა 1880 წელს დაიბეჭდა კრებულში ზოლას, ალექსისის, ენიკის, სეარას მოთხრობებთან ერ­თად. დამწყები მწერალი თბილად მიიღეს ლიტერატურულ წრეებში, მისი დახვეწილი იუმორი და თხრობის ლამაზი მანერა ერთხმად აღიარეს.

შემდეგ წლებში მისი მოთხრობები კიდევ რამდენიმე კრებულში შევიდა. დრამატურგიული გამოცდილება ასევე დაეხმარა დამწყებ მწერალს, გაზეთ Gაულოის-ში მოწყობილიყო. ჩინოვნიკუ­რი მოღვაწეობა იმ პერიოდიდანვე მიატოვა.

თერთმეტი წლის განმავლობაში მოპასანმა მოთხრობებისა და რომანების რამდენიმე კრებული გამოსცა. საფრანგეთის საუკეთესო კრიტიკოსები დითირამბებს უძღვნიდნენ. ფინანსურადაც დიდ წარმატებებს მიაღწია, თავისი შემოსავალი წელიწადში 60 ათას ფრანკამდე აიყვანა და მუდამ თავის მოვალეობად მიიჩნევდა, ერჩინა დედისა და ძმის ოჯახი. გადამეტებულმა გონებრივმა დაძაბულობამ მისი ჯანმრთელობა მალე შეარყია. გარდა ამისა, მწერალი სიფილისით დაავადდა. 1884 წელს ნერვული შეტევებიც დაეწყო. ასაკის მატებასთან ერთად, ემატებოდა იმედგაცრუება, იტანჯებოდა სხვადასხვა საკითხზე ფიქრით, მოუსვენარ იდეალიზმში ჩაეფლო. მოპასანის განწყობა მის ნაწარმოებებსაც გადაეცემოდა.

სულიერი აშლილობის დაძლევაში მოპასანს არც მაღალ საზოგადოებაში მოპოვებული წარმატებები ეხმარებოდა, არც მისი ნაწარმოებების წარმატებული დადგმა პარიზის თეატრების სცენაზე, არც სხვადასხვა აკადემიური პრემიის მიღება. 1891 წლის დეკემბერში ნერვულმა შეტევებმა თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანა.

მწერალი სულით ავადმყოფთა კლინიკაში დააწვინეს პასის ახლოს. თავდაპირველად გონს მოდიოდა, თუმცა შემდეგ შეტევები სულ უფრო გაუხშირდა. მოპასანი ტვინის დამბლით გარდაიცვალა -1893 წლის 6 ივლისს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს