იტალიის მოქალაქეები ელექტრომობილების შეძენის შემთხვევაში დასაჩუქრდებიან. ხელისუფლება მზად არის 5 ათასი ევრო გადაუხადოს ყველას, ვინც ელექტროავტომობილს უახლოეს 4 წელიწადში შეიძენს.
ეს გადაწყვეტილება გარემოს დაცვის შესახებ კანონპროექტშია ასახული და იტალიის პარლამენტი მას შემოდგომაზე განიხილავს.
დოკუმენტის თანახმად, 5 ათასი ევრო ავტომობილის მყიდველს იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ის შენაძენს 2012 წლის ბოლომდე გააკეთებს. ხოლო ვინც ელექტრომობილს 2013 წელს შეიძენს, 3 ათასი ევროთი დასაჩუქრდება, ვინც ამ ფუფუნებას 2014 წლისთვის გადადებს, მხოლოდ 2 ათას ევროს მიიღებს. მხოლოდ 1000 ევროს უნდა დაჯერდნენ ის იტალიელები, ვინც ამ ავტომობილების ყიდვას მხოლოდ 2015 წლისთვის შეძლებენ.
იტალიის მთავრობა ამ წამახალისებელ თანხებს პლასტმასის ბოთლებზე დაწესებული ახალი გადასახადით შეაგროვებს. საგადასახადო კანონმდებლობით, თითოეული გაყიდულ პლასტმასის ბოთლზე, ქვეყნის ბიუჯეტი 1,5 ცენტით ივსება.
ახალი კანონპროექტი მთელს იტალიაში ელექტრომობილების დასატუმბი ქსელის შექმნასაც ითვალიწინებს.
მომზადებულია ansa.it-ის მიხედვით.