ხუთი ყველაზე გახმაურებული აკრძალვა ლიტერატურის ისტორიაში

ხუთი ყველაზე გახმაურებული აკრძალვა ლიტერატურის ისტორიაში

ამბობენ, სიმართლე აკრძალულში უნდა ეძებო... რელიგური თუ სახელისუფლებო ძალები სხვადასხვა დროს დიდ ძალისხმევას ხარჯავდნენ, რათა უბრალო ადამიანები განათლების "მავნე" ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულიყვნენ.

პირველი ცენზურა იმ ტექსტებს შეეხო, რომლებიც ბიბლიაში არ შედიოდა. ისინი ჩვ.წ. 494 წლით თარიღდება. მას ორგანიზებას მაშინდელი რომის ეპისკოპოსი გალას I უწევდა.

ამის შემდეგ ისტორიას ცენზურის უამრავი ფაქტი ახსოვს. ნაცისტური გერმანიის პერიოდში საჯაროდ დაწვეს ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომები, რაზეც მან განაცხადა: "შუა საუკუნეებში მე დამწვავდნენ, ახლა კი ჩემი წიგნების დაწვით კმაყოფილდებიან".

ზოგიერთ ქვეყანაში დღემდე არსებობს აკრძალული წიგნები, მაგრამ ინტერნეტის ეპოქაში ამგვარ ცენზურას ძალა დაეკარგა.

ხუთი ყველაზე გახმაურებული აკრძალვა ლიტერატურის ისტორიაში

1. ჯოვანი ბოკაჩო - "დეკამერონი"

ბოკაჩოს ასი ნოველისგან შემდგარი ნაკრები ადრეული იტალიური რენესანსის ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები იყო. 1352-54 წლებში დაწერილი "დეკამერონი" მთლიანად სიყვარულსა და მის განსხვავებულ გამოვლინებას ეძღვნება. თავიდან წიგნმა საზოგადოების ყურადღება ვერ მიიპყრო, თუმცა საბეჭდი საშუალებების განვითარების შემდეგ, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა გახდა მთელს ევროპაში.

მის აკრძალვაში მთავარი როლი ეკლესიამ შეასრულა. რელიგიურმა მხარემ "დეკამერონი" უზნეობად შერაცხა. 1559 წელს ის აკრძალული წიგნების სიაში შეიტანეს, რის შემდეგაც ვრცელდებოდა რედაქტირებული და შეკვეცილი სახით. დღეს "დეკამერონის" ნახვა ნებისმიერ ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი, ამასთან წიგნის მიხედვით ფილმებიც არის გადაღებული.

2. ბორის პასტერნაკი - "ექიმი ჟივაგო"

ბორის პასტერნაკის ეს ცნობილი რომანი, პირველად 1957 წელს მილანში გამოიცა. საბჭოთა კავშირში წიგნს უარყოფითად შეხვდნენ. საბჭოთა ლიტერატორები მწერალს 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებდნენ. ამ მიზეზით წიგნი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ გამოცემულა, თუმცა პასტერნაკმა საკუთარი კავშირების მეშვეობით, მისი საზღვარგარეთ გატანა მოახერხა. მიუხედავად იმისა, რომ 1958 წელს პასტერნაკმა ნობელის პრემია მიიღო "თანამედროვე ლირიკულ პოეზიაში დიდი წვლილის შეტანისთვის" , "ექიმი ჟივაგო" ოფიციალურად 1988 წლამდე არ გამოცემულა.

3. ჯეიმს ჯოისი - "ულისე"

ირლანდიელი მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნი, რომელზეც ავტორი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, პირველად ამერიკულ ჟურნალში "The Little Review", ნაწლიებად დაიბეჭდა.

1921 წელს ნიუ იორკის საზოგადოებამ ჯეიმს ჯოისი პორნოგრაფიის გავრცელებაში დაადანაშაულა, რასაც "ულისეს" აკრძლვა მოყვა.

სასამართლო პროცესი წიგნისთვის ერთგვარი სარეკლამო კამპანია აღმოჩნდა. 1933 წელს გამომცემლობა Random House-მა ცენზურის მოხსნას მიაღწია და პირველი გამოცემის უფლებაც მოიპოვა. პროცესზე "შეერთებული შტატები "ულისეს" წინააღმდეგ" მოსამართლემ განაცხადა, რომ მიუხედავად უჩვეულო გახსნილობისა, მან ვერაფერი უხამსი ამ წიგნში ვერ ნახა. ავტორის სამშობლოში წიგნი მხოლოდ 1939 წელს გამოიცა.

4. ჯორჯ ორუელი - "1984"

წიგნი 1949 წელს გამოქვეყნდა. "1984" ანტიუტოპიის ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებად მიიჩნევა. ყველაზე ხშირად წიგნს უზნეობასა და ღვთის გმობაში ადანაშაულებდნენ. კრიტიკოსები კი უადგილო სექსუალურ ჩანართებზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ტოტალიტარული წყობის პირობებში ორუელის რომანი ცენზურის ქვეშ მოხვდა. 2009 წელს ჟურნალმა "The Times" წიგნი 60 საუკეთესო ნაწარმოებთა სიაში შეიტანა, ხოლო ჟურნალმა "Newsweek" "1984" მსოფლიოს 100 ყველაზე საუკეთესო გამოცემათა შორის მეორე ადგილზე დაასახელა.

5. უილიამ პაუელი - "ანარქისტის კულინარიული წიგნი"

წიგნი პოპულარული თავისი შინაარსის გამო გახდა. მასში დეტალურადაა აღწერილი ნარკოტიკული საშუალებების და საწამლავების დამზადების ტექნოლოგიები. მაგალითისთვის, წიგნში შეტატნილია ცრემლსადენი გაზისა და "LCD"-ს დამზადების რეცეპტი.

ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ ნაწარმოები ცენზურის ქვეშ მოხვდა.

ავტორმა წიგნი 1960 წელს, აშშ-ვიეტნამის ომისადმი პროტესტის ნიშნად დაწერა. როგორც ცნობილია, 1990 წლისათვის ორიგინალი ტექსტიდან მხოლოდ ერთი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ნაწილი გადარჩა. დღეს კულინარიული წიგნის შეძენა შეერთებულ შტატებში უკვე შესაძლებელია, თუმცა მისი შინაარსის გამო ზოგიერთ ქვეყანაში მისი გამოცემა ჯერ კიდევ აკრძალულია.

მომზადებულია www.lady.ru-ს მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს