"ფოლკსვაგენი" ლეგენდარულ მინივენს სერიულ წარმოებში აბრუნებს. თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება, მანქანა 2014 წელს უკვე ბაზარზე გამოვა.
ჟენევის გამოფენაზე Volkswagen Bulli იმდენად პოპულარული იყო, რომ კომპანია მის სერიულ წარმოებაზე სერიოზულად დაფიქრდა. დღემდე კომპანიის ადმინისტრაციას არასოდეს უფიქრია ძველი მოდელების განახლება.
ერთ დროს ლეგენდარული "მინივენის" სერიულ წარმოებაში ჩაშვება 2014 წლისთვის იგეგმება. 1960-იანი წლების ამერიკული საზოგადოების ფავორიტი მანქანა მექსიკაში განთავსებულ ქარხანაში დამზადდება.
ამასთან, Volkswagen beetle-ის ახალი თაობა უკვე ჩაშვებულია სერიულ წარმოებაში.
მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით