Forbes-მა ყველაზე მდიდარი მწერლების ათეული გამოავლინა

Forbes-მა ყველაზე მდიდარი მწერლების ათეული გამოავლინა

გავლენიანმა გამოცემა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერლების სია გამოაქვეყნა. ამერიკელი ჯეიმს პატერსონი ფსიქოლოგ ალექს კროსის შესახებ შემნილი მძაფრსიუჟეტიანი რომანისთვის, რეიტინგის სათავეში მოექცა.

მან ერთი წლის განმავლობაში 84 მლნ დოლარი გამოიმუშავა და Forbes-ის მწერლების ტოპ-ათეულის ლიდერი მეორედ გახდა.

მწერალი სტაბილურად მაღალ შემოსავალს საგამომაცემლო სახლ "ჰეტჩერ ბუქ გრუპთან" გაფორმებულ 150-მლნ-იან კონტრაქტს უმადლის. პატერსონი გამომცებლობასთან 17 წიგნის გამოცემაზე შეთანხმდა, მათგან დღემდე მხოლოდ 10 გამოიცა.

რეიტინგში მომდევნო ადგილი რომანისტმა დანიელა სტილმა დაიკავა. მან წელიწადში 35 მლნ შემოსავალი მიიღო. მესამე ადგილი 28 მლნ დოლარით სტივენ კინგმა დაიკავა.

ხუთეულში მოხვდნენ დეტექტიური რომანების ავტორი ჯანეტ ივანოვიჩი(22 მლნ) და გახმაურებული "ვამპირული" საგას - "ბინდის" ავტორი სტეფან მაიერი (21 მლნ).

მომზადებულია forbes.com-ის მიხედვით

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს