ქსენია სობჩაკის ჟურნალი დაიხურა

ქსენია სობჩაკის ჟურნალი დაიხურა

რუსეთში ქსენია სობჩაკის რედაქტორობით გამომავალი იტალიური ჟურნალი "მაქსი" დაიხურა. ქსენიამ და მისმა გუნდმა სულ რაღაც 4 ნომრის გამოშვება მოასწრეს. როგორც გაირკვა, გამოცემამ მკითხველებში პოპულარობა ვერ მოიპოვა. თუმცა თავის სამშობლოში, იტალიაში შესანიშნავად იყიდება.

ჟურნალის მთავარი რედაქტორის პოზიციაზე ქსენია სობჩაკი Global Media Group-მა მიიწვია. ჟურნალის პირველი ნომერი 2011 წლის მარტში გამოვიდა.

"მაქსის" დახურვის ფაქტს სობჩაკიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ამაში საშიში არაფერია: "ჟურნალი დიდი ბიზნეს-პროექტის ფარგლებში გამოდიოდა. ჩვენ მას იმისთვის ვუშვებდით, რომ ჩვენი გუნდის მუშაობის მაღალი ხარისხი გვეჩვენებინა. ეს სარედაქციო შემადგენლობა სხვა ჟურნალზე იმუშავებს", - განაცხადა ქსენიამ.

ჟურნალი "მაქსი" მცირე ტირაჟით გამოდიოდა, მას არც კარგი რეკლამა ჰქონდა. "მაქსს" თავიდანვე განწირულ პროექტად მიიჩნევდნენ.

მომზადებულია Eg.ru-ს მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები