აგრო სესხები

აგრო სესხები

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის აგრო-სესხი ეფექტური ფინანსური სტიმულია. აგრო-სესხების შესაძლოებლობების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციისა და მისი მოპოვების საშუალებებზე თქვენს კითხვებს "პროკრედიტბანკის" მცირე ბიზნესის კოორდინატორი, ნუკრი თეთრაშვილი უპასუხებს.

გამოგზავნილი შეკითხვები:

მკითხველი რეზო: როგორც ვიცი, სოფლის მეურნეობის დაკრედიტებას ბევრი ბანკი არიდებს თავს. ბოლო დროს ხშირად მესმის, რომ პროკრედიტ ბანკი აქტიურად განაგრძობს ამ დარგის დაკრედიტებას. ალბათ თქვენი ეს მომსახურება დარგის სპეციფიკურობასაც ითვალისწინებს.

მართალია, პროკრედიტ ბანკი აქტიურად განაგრძობს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას: სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს ბანკი სრულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რომელიც ყველაზე უკეთ პასუხობს მათ მოთხოვნებს. საქართველოში მოღვაწეობის მანძილზე, პროკრედიტ ბანკისთვის სოფლის მეურნეობის სექტორი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იყო. ამ დროის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისა და გლეხების დაფინანსების საქმეში ბანკმა დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. აგრო კლიენტებისათვის გაგვაჩნია საკრედიტო პროდუქტების ფართო სპექტრი, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებისათვის, დარგის სეზონურობის გათვალისწინებითაა შემუშავებული. კრედიტის დაფარვის გრაფიკი და ვადიანობა აღების ციკლის მიხედვითაა შედგენილი.

მკითველი თამაზი: მას წინათ წავიკითხე, რომ პროკრედიტ ბანკი გარკვეული კატეგორიის კლიენტებს აგროკრედიტებს გამარტივებული პროცედურით სთავაზობს. რა იგულისხმება ამაში?

ჩვენ ვცდილობთ ჩვენს კლიენტებს მუდმივად შევთავაზოთ განახლებული, მათ საქმიანობაზე მორგებული და ინოვაციური საბანკო პროდუქტები.

ამჯერად, ჩვენს მუდმივ კლიენტებს, რომლებთანაც გძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, ვთავაზობთ სესხის აღების გამარტივებულ პროცედურას, რომელიც გულისხმობს დაკრედიტებას დამატებითი ფინანსური ანალიზის ჩატარების გარეშე. ამ ეტაპზე, ამ პროდუქტით სარგებლობა შეუძლიათ კლიენტებს, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმადგენს მსხვილფეხა და წვრილფეხა მესაქონლეობა, ასევე თხილის მეურნეობები. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ ჩვენი საკრედიტო პროდუქტების სპექტრს და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში გამარტივებული აგრო კრედიტების ფარგლებში მოხდეს სხვა მეურნეობების დაფინანსებაც. ასევე გავზარდეთ უგირავნო აგრო კრედიტის თანხა და ვადა, შესაბამისად ფერმერებს უკვე 17000 ლარამდე და 36 თვემდე ვადით კრედიტები შეუძლიათ უგირავნოდ მიიღონ.

მკითხველი ირა: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ბანკს მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებაში ?

რა თქმა უნდა, ნებისმიერი დარგის განვითარებაში ზოგადად საბანკო სფეროს როლი საკმაოდ დიდია. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს სწორ და პასუხისმგებლიან დაკრედიტებას, რასაც პროკრედიტ ბანკი საქართველოს აგრო სექტორზე უკვე 9 წელია ახორციელებს. ვთვლი, რომ პროკრედიტ ბანკმა გარკვეული წილი შეიტანა აგრო სექტორის განვითარებაში, მაგრამ აგრო სექტორის პოტენციალი და საჭიროება საკმაოდ დიდია და კარგი იქნება თუ ამ პროცესში სხვა საფინანსო ორგანიზაციებიც საკმაოდ აქტიურად ჩაებმებიან.

მკითხველი მერაბი: ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის კარგად ორგანიზებული მსხვილი ფერმერული მეურნეობები. ვინ არიან თქვენი აგროკლიენტები?

ჩვენი კლიენტები ძირითადად მცირე ფერმერები არიან. აგრო სესხების მინიმალური თანხა 1500 ლარია. პროკრედიტ ბანკი სოფლის მეურნეობის ყველა დარგს აფინანსებს, ჩვენთვის ამ მხრივ გამონაკლისები და შეზღუდვები არ არსებობს. ჩვენ იმითიც ვართ გამორჩეული, რომ კრედიტებს პირველად აგრომწარმოებლებზე გავცემთ. ჩვენს კლიენტებთან სიახლოვის შენარჩუნებაში ჩვენი ფილიალების ფართო ქსელიც გვიწყობს ხელს. რეგიონებში მდებარე ჩვენი ფილიალების ძირითადი დატვირთვა აგროკლიენტების მომსახურებაა. სულ მალე ახალციხეშიც გავხსნით ფილიალს, რათა იქაური მოსახლეობისთვის ჩვენი ბანკის მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

მკითხველი ზაირა: მაქვს პატარა სათბური აგარაკზე. ასევე მაქვს იდეა მეურნეობის გაფართოებასთან დაკავშირებით. ვის შეიძლება მივმართო და გავესაუბრო? რეგიონებში თუ თბილისში?

დღეისათვის აგრო სესხები გაიცემა პროკრედიტ ბანკის 13 ფილიალში, აქედან 1 მდებარეობს ლილო მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი 12 განთავსებულია რეგიონებში.

თქვენ შეგიძლიათ თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე ნებისმიერ ფილიალს მიმართოთ და იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული ფილიალი არ გასცემს აგრო კრედიტებს, პროკრედიტ ბანკის თანამშრომლები გაგიწევენ კვალიფიციურ კონსულტაციას და თქვენი არსებული მონაცემების საფუძველზე შემოგთავაზებენ თანამშრომლობის ოპტიმალურ ვარიანტს. ასევე შეგიძლიათ, დარეკოთ პროკრედიტბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრში, ტელეფონზე 2 20 22 22. ჩვენი ოპერატორები შესაბამის პირთან შეხვედრის ორგანიზებაში დაგეხმარებიან.

მკითხველი შალვა: მაინტერესებს აგროკრედიტის პირობები, ასევე მოთხოვნები კრედიტის ამღები პირის მიმართ.

აგრო კრედიტის პირობები ძალიან ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა კრედიტის მოცულობა, ვადა და ა. შ. ასევე ინდივიდუალურია გადახდის გრაფიკებიც, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია მეურნეობის სფეციფიკას და კაპიტალის დაფარვის პერიოდი ყოველთვის ემთხვევა მეურნეობის შემოსავლიან პერიოდს.

რაც შეეხება მოთხოვნებს, კლიენტს უნდა გააჩნდეს თუნდაც ერთი ციკლის / სეზონის გამოცდილება იმ აგრო საქმიანობაში, რასაც ბანკი გაითვალისწინებს შემოსავალის წყაროს, შემდგომში სესხის დასაფარავად. და ასევე მსესხებელს უნდა გააჩნდეს გამოცდილება იმ სფეროში რომლის დაფინანსებასაც ითხოვს, თუ საქმე გვაქვს აგრო მეურნეობის გაფართოებაზე.

მკითხველი ზურა: აუცილებელია თუ არა იმ მეურნეობის დაზღვევა, რომელზეც ვიღებ აგროკრედიტს?

მეურნეობის დაზღვევა აუცილებელი არ არის, მაგრამ პროკრედიტ ბანკმა და იმედი L-მა შეიმუშავეს ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც იმედი L პროკრედიტ ბანკის კლიენტებს სთავაზობს სადაზღვევო პაკეტებს ხელსაყრელი პირობებით, ხოლო პროკრედიტ ბანკი იმედი L-ში დაზღვეულ მეურნეობებზე კრედიტებს სპეციალური შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთებით გასცემს.