აფხაზეთის განათლების მინისტრის რომანი ქართულად

აფხაზეთის განათლების მინისტრის რომანი ქართულად

9 ნოემბერს ლიტერატურის ინსტიტუტში მწერალ გურამ ოდიშარიას მიერ ქართულად ნათარგმნი ცნობილი აფხაზი მწერლის, დაურ ნაჭყებიას მიერ აფხაზეთის ომისა და ომის შემდგომი პერიოდის თემაზე დაწერილი რომანის - "ღამის ნაპირის" ლიტერატურული განხილვა ეწყობა და მასში ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი ირმა რატიანი, პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, ქართული ლიტერატურის მკვლევარი ზაზა აბზიანიძე, რეჟისორი ზურაბ კანდელაკი და მკითხველები მონაწილეობენ.

გურამ ოდიშარია, მწერალი: - მე და დაური დიდი ხნის მეგობრები ვართ და ომის შემდეგაც შევინარჩუნეთ ეს მეგობრობა. დაურს არასდროს დაუმალავს, რომ თბილისს ძალიან კარგად იცნობს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ის, ამასთანავე, ძალიან კარგი მოჭადრაკეც არის, სპორტის ოსტატი.

რამდენიმე დღის წინ კი აფხაზეთის განათლების მინისტრად დანიშნეს. "ღამის ნაპირი" დაურის პირველი რომანია, აფხაზურ ენაზე დაწერა და მერე თვითონვე თარგმნა რუსულად. წიგნში მოთხრობილია აფხაზი კაცის თვალით ნანახ ომზე, მის განცდებზე, ვითარებაზე, რაც სოხუმის აღების შემდეგ შეიქმნა აფხაზეთში. რომანი ადამიანების სიყვარულით, თანაგრძნობით და დღევანდელი ადამიანის მდგომარეობის ფილოსოფიური განსჯით გამოირჩევა.

"ღამის ნაპირში" დაური წერს სიმართლეს შექმნილ სიტუაციაზე, თავისი ხალხის ნაკლსა და ღირსებაზე. ომის შემდეგ ქართულ ენაზე რომანი, და თანაც ამ რანგის, არ გვითარგმნია ქართულად, ამიტომაც შევთავაზე დაურს მისი თარგმნა. ვფიქრობ, როგორც ყველა მწერალი, დაურიც ინტერესით გაეცნობა ქართველი საზოგადოების აზრს მის "ღამის ნაპირზე".

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს