სასამართლომ თინა კანდელაკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

სასამართლომ თინა კანდელაკის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თინა კანდელაკმა ტურისტულ კომპანიას, რომელმაც საბერძნეთში დასვენება "ჩაუშხამა", სასამართლო პროცესი ნაწილობრივ მოუგო.

ტელეწამყვანი მორალური და მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპანია "ოთხი სეზონისგან" 1.7 მლნ რუბლს ითხოვდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის მხოლოდ 280 000 რუბლს მიიღებს.

კანდელაკი აგვისტოში, შვილებთან ერთად საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე ისვენებდა. ტურისტულ კომპანიას მან 4300 დოლარი გადაუხადა, თუმცა ტელევარსკვლავი საბერძნეთიდან უკმაყოფილო დაბრუნდა. სასტუმროში ჭაღი ჭერზე "სკოჩით" იყო მიწებებული, პლაჟი ქვიშის კი არა, ქვის იყო და სასტუმროს ნომრიდან მისკენ მიმავალი გზაც არ იყო თინასთვის პერსონალური.

თავის პერსონალურ ბლოგში ტელეწამყვანი წერდა: "მეგონა სოჭის "მარგალიტში" ვისვენებდი! იქ მომუშავე ხალხმა არ იცის, რა არის წესიერი მომსახურება! პლაჟი საერთოდ არ იყო, მის მაგივრად 3 ქვა და 4 შეზლონგი დამხვდა! როგორ შეიძლება 4300 აშშ დოლარის ნაცვლად, ადამიანს ასეთი რამ შესთავაზო?!”

მომზადებულია paparazzi.ru-ს მიხედვით

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები